Thursday, July 14, 2011


1.პროექტის  სახელწოდება:
                             "ინფორმატიკის  როლი  საზოგადოებაში."

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით:

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები,მისი  განვითარება.                             

   ისტ–ის გარეშე  წარმოუდგენელია პროგრესი  სახელმწიფოს  დასაზოგადოების ნებისმიერ სფეროში.ინფრასტრუქტურის განვითარება,ინფორმაციული საზოგადოების შექმნა და მსოფლიოს ინფორმაციულ სივრეში მისი აქტიური ინტეგრირება ჩვენი ქვეყნის  პრიორიტეტულ ამოცანად არის მიჩნეული.ისტ–ის უმთავრესი იდეაა  მოსწავლეებმა,რომ ინფორმატიკა საჭირო საგანია.




3.პროექტის  აქტუალობა:
       სახელმწიფოსათვის და  საზოგადოებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,რომ სისტემამ არა მხოლოდ ტექნიკური უნარ–ჩვევები შესძინოს  მოსწავლეს,არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული ზოგადსაკაცობრიო  ღირებულებების მატარებელი,თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.

4.პროექტის  მიზნები:
        ისტ–ის მიზანია საგანთა შორის კავშირის წარმოჩენა,შემოქმედებითობისა  და ინოვაციური მიდგომების განვითარება,რაც მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული საკლასო გარემოს შესაქმნელად.            
     პროექტის მიზენია მოსწავლეებს გაუვიძოს ინტერესი  ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე.მათ შეძლონ ინფორმაციის დამოუკიდებლად  მოპოვება,მართვა,მისი დამუშავება,შეფასება,ანალიზი და მასზე დაყრდნობით  შეძლონ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება–იმ მიზნით,რომ გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესების,ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ,საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოებაში.



5.მონაწილეთა  ასაკი:
V კლასი.10 წლის ასაკის მოსწავლეები.
6.ვადები/ხანგრძლივობა:
       მოსწავლეებს მივცემ ერთ თვეს დროს, თვითონ მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში,წიგნებში.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც  შეიძლება  შეაქმნას:
   
        მასალის მოძიების შემდეგ მოსწავლეები გაიგებენ რომ ინფორმატიკის საგანი მნისვნელოვანია.ციფრული მასალის ძიებისას მოსწავლეებმა უნდა შეარჩიონ და გამოიყენონ სხვადასხვა ისტ საშვალებები(საძიებო სიტყვების დაფრაზების გამოყენება).ინფორმაციის სანდოობის  დასადგენად შეადარონ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას.მოპოვებული ინფორმაცია რეგულარულად შეინახოს პროგრამული უზრუნველყოფით("Save,Save As").მოსწავლეებმა ციფრული მასალის შექმნისას უნდა მოახდინონ ტექსტური,გრაფიკული თუ აუდიო მასალის კომბინირება.შედეგი მიღწეული იქნება თუ მოსწავლეები კარგად გააცნობიერებენ ინფორმატიკის საგანს,ინფორმატიკის განვითარების ისტორიისა და ფუნდამენტურ მეცნიერებათა შორის ინფორმატიკის ადგილსა და როლს.გააცნობიერონ მასალის მოცულობასთან დაკავშირებული შეზღუდვები,გამოიყენონ პირადი ინფორმაციის დაცვის ხერხები(პაროლი).მათ უნდა შექმნან სხვადასხვა ტიპის ფაილები(ტექსტური,გრაფიკული)მოათავსონ საქაღალდეში და საჭიროებისამებრ ჩაწერონ დისკზე.

8.პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:
     კომპიუტერები,წიგნები,პროგრამები(MS  Word,PoverPoint).



9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
   გავაკეთებ მოსწავლეების და ჩემს მიერ მოპოვებული მასალების პრეზენტაციას.მოვაწყობ ღონისძიებას ,დავპატიჟებთ დირექციას,მასწავლებლებს,მოვიწვევთ რესურსცენტრს და გამგეობას,გავმართავთ დისკუსიებს და უკეთ წარმოვაჩენთ ინფორმატიკის როლს საზოგადოებაში.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან  კავშირი:
       ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირის წარმოცენას.ისტ–ის გამოყენებით შეიძლება შექმნან და გამოიყენონ ისეთი თვალსაჩინოებები:როგორიცაა არითმეტიკული მოქმედებები,ახალი სიტყვები და ფრაზები შეისწავლონ მშობლიურ თუ უცხო  ენებში,ეს სიტყვები და ფრაზები შეიძლება დაუკავშირონ გრაფიკულ გამოსახულებას.                                                 ისტ–ის გამოყენებით შესაძლებელია,უფრო ეფექტურად და ინტენსიურად იქნეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარებისა და ჩვევების განვითარება.ობიექტთა ზომების დადგენის და შეფასების  უნარი,ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანის უნარი,ტექსტური მასალისათვის გრაფიკული გამოსახულების შერჩევა და პირიქით,სიტყვიერად აღწერილი რაოდენობრივი მასალის გამოსახვა.

11.პროექტის ხელმძვანელი(მასწაველებელი):
ეწერის საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი–მასწავლებელი      სანათა ჭკადუა.

12.ხელმღვანელის  ელ.ფოსტა:s.chkadua82@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:schkadua.blogspot.com